ქართველი რეჟისორის ფილმს მექსიკის ფესტივალზე ორი ჯილდო ერგო

კინონამუშევარმა დაიმსახურა ჯილდო „საუკეთესო ფილმის“ კატეგორიაში, ასევე მაყურებელთა სიმპათიის პრიზი
Sputnik

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. სალომე ჯაშის დოკუმენტურ ფილმს „მოთვინიერება“ მექსიკაში საერთაშორისო კინოფესტივალზე UNAM ორი ჯილდო გადაეცა, ნათქვამია კონკურსის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კინო, რომელიც თქვენ გამოტოვეთ: 2020 წლის ხუთი საუკეთესო ქართული ფილმი >>

FICUNAM International Cinema Festival – ყოველწლიური საერთაშორისო კინოფესტივალია, რომელიც ყურადღებას ამახვილებს თანამედროვე სრულმეტრაჟიან ხელოვნებაზე.

ფილმმა მიიღო ჯილდო „საუკეთესო ფილმის“ კატეგორიაში, ასევე მაყურებელთა სიმპათიის პრიზი. ფილმის გუნდმა დაწერა სამადლობელო პოსტი და აღნიშნა, რომ ეს ფილმის პირველი დიდი ჯილდოა.

„ჩვენთვის დიდი პატივი და სიხარულია, მადლობას ვუხდით ჟიურის გადაწყვეტილებისთვის. ვულოცავთ მთელ გუნდს!“ - ნათქვამია ფილმის Facebook-გვერდზე.

„მოთვინიერება“ – ესაა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ უნიკალური ხეების გადარგვის სადავო და თითქმის სიურრეალისტური პროცესის ისტორია. ფილმი შვეიცარიის, გერმანიისა და საქართველოს ერთობლივი ნამუშევარია.

ლეგენდარული ჩელენტანო ახალი შოუთი ეკრანებზე ბრუნდება

ფილმის მსოფლიო პრემიერა Sundance-ის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2021 წლის იანვარში გაიმართა. კინოფორუმზე ფილმი უკვე შეაქეს „გასაოცარი კინემატოგრაფიული სტილისთვის“, მისი რეჟისორი კი – ჟან რუშის და ნიონის კინოფესტივალების ჯილდოების მფლობელი – „გამჭრიახობისა და დაკვირვებისათვის“.

სალომე ჯაში 1981 წელს ბათუმში დაიბადა. რეჟისორი ბერლინში ცხოვრობს. მისი ბოლო ფილმი „დაისის მიზიდულობა” (2016) რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორია. მისი ფილმები „დაისის მიზიდულობა” და „ბახმარო” წარმოადგენს გერმანულ კოპროდუქციას და შექმნილია საზოგადოებრივ მაუწყებელ Arte-თან თანამშრომლობით. „ბახმარო” ასევე წარდგენილი იყო აზია–წყნარი ოკეანის კინოაკადემიის პრემიაზე.