„ჯარის ქალაქის“ შენება გრძელდება – ქართველი სამხედროები ბინებს 2022 წელს მიიღებენ

დედაქალაქში, მახათას მთაზე უკვე ჩაეყარა საძირკველი 31 სახლს, რომლებიც ქართველი ოფიცრებისთვის არის განკუთვნილი.
Sputnik

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. „ჯარის ქალაქი“ მახათას მთაზე უკვე კონტურებს იძენს – საძირკველი ჩაეყარა 31 სახლს, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

ბინები სამხედროებს შეღავათიან ფასად: ვინ ისარგებლებს პროექტით>>

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად მახათას მთაზე მიმდინარე ბინათმშენებლობის სამუშაოებს გაეცნო.

პროექტის თანახმად, მახათას მთაზე 39 შვიდსართულიანი კორპუსი აშენდება ოფიცრებისთვის. სულ ბინას 1.092 ოჯახი მიიღებს.

თბილისში „ჯარის ქალაქის“ მშენებლობა დაიწყო

სამხედროები შეძლებენ შეიძინონ 50, 80 და 110 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე ბინები „თეთრი კარკასის“ მდგომარეობით და უპრეცედენტო შეღავათიანი პირობებით. საცხოვრებელი ფართობის კვადრატული მეტრის ღირებულება 200 დოლარი იქნება. შესაბამისად, სამხედროებს ერთ კვადრატულ მეტრში დაახლოებით 100 დოლარის გადახდა მოუწევთ. სამხედროები უპროცენტო შიდა განვადებით სარგებლობას შეძლებენ.

„ჯარის ქალაქში“ მოეწყობა ბავშვებისთვის გასართობი სივრცეები, სპორტული მოედნები, შიდა გზები, რეკრეაციული და პარკირების ზონები. მშენებლობის დასრულება 2022 წელსაა დაგეგმილი.

მასშტაბური პროექტის რეალიზება სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული საყოფაცხოვრებო პირობების შექმნის მიზნით გასულ შემოდგომაზე ამჟამად პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაიწყო, რომელიც მაშინ თავდაცვის მინისტრი იყო.