შიდა ქართლში სკოლა და საბავშვო ბაღი დაიხურა

ჯანდაცვის რეკომენდაციების თანახმად, კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაში სასწავლო დაწესებულებებში წერტილოვანი შეზღუდვები ამოქმედდება.
Sputnik

თბილისი, 29 მარტი – Sputnik. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში საბავშვო ბაღი დაიხურა, სკოლა კი სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა – ორივე დაწესებულებაში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2

ბათუმში წმინდა ნიკოლოზის ტაძარი დაიკეტა – სასულიერო პირებს კოვიდი დაუდასტურდათ

კორონავირუსი გამოუვლინდა კასპისა და სამთავისის ეპარქიის წინამძღოლსაც. მეუფე დამიანე და მონასტრის სხვა წევრებიც თვითიზოლაციაში გადავიდნენ. 

გასულ დღე-ღამეში შიდა ქართლში კორონავირუსის შემთხვევა კიდევ ერთ სოფელში – ქვემო ჭალაში დაფიქსირდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირების 171 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისათვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 280 ათასს გადააჭარბა, გამოჯანმრთელდა 272.601, გარდაიცვალა 3.765 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.