რისგან გარდაიცვალა მედდა? ექსპერტიზის პასუხი ჯერ არ არის ცნობილი

ექსპერტიზის პასუხს ყველა ელოდება, რადან მან უნდა უპასუხოს ყველაზე მთავარ კითხვას – შესაძლებელია თუ არა, რომ პაციენტის სიკვდილი AstraZeneca-ს პრეპარატით აცრას გამოეწვია?
Sputnik

თბილისი, 29 მარტი – Sputnik. ვაქცინაციის შემდეგ 27 წლის მედდის გარდაცვალების მიზეზზე დასკვნა ჯერ მზად არ არის, იუწყება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიურო.

ტიკარაძე ექთნის გარდაცვალების მიზეზებზე ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ ისაუბრებს

მეგი ბაქრაძის დაღუპვის საქმეზე სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის პასუხს დღეს, 29 მარტს ელოდებოდნენ.

ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში აღნიშნავენ, რომ გარდაცვლილი ექთნის საქმესთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის კვლევები ამ დრომდე მიმდინარეობს, რაც არ დასრულებულა.

„შემაჯამებელი დოკუმენტი დასკვნის სახით ჯერ მზად არ არის. ექსპერტები აკეთებენ მაქსიმუმს, რომ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცენ ყველა დასმულ კითხვებს ზუსტი, კვალიფიციური და ამომწურავი პასუხები“, – აღნიშნულია ექსპერტიზის ბიუროს განცხადებაში.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო კიდევ ერთხელ გამოთქვამს მწუხარებას მეგი ბაქრაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახს.

გამყრელიძე: ლუგარის ლაბორატორია გარდაცვლილი ექთნის სისხლის ნიმუშს იკვლევს

უფრო ადრე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იმედი გამოთქვა, რომ კვლევა, რომელსაც სამედიცინო და ფარმაკოლოგიური საქმიანობის რეგულირების სააგენტო და ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ატარებენ, არ დაადგენს, რომ ამ უბედური შემთხვევის პირდაპირი გამომწვევი მიზეზი ვაქცინაციას უკავშირდება.

27 წლის ექთანი ახალციხეში AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის შემდეგ 19 მარტს თბილისში გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მას ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მას კორონავირუსის აცრა 18 მარტს 12:15 საათზე ჩაუტარდა. როგორც ექიმებმა განაცხადეს, მას ვაქცინაციის წინ ესაუბრნენ და ქალის ანამნეზში არ ყოფილა ალერგიული რეაქციები, ის მუდამ იტარებდა აცრას გრიპზე.

მედდის გარდაცვალების მიზეზი: ექსპერტიზის  დასკვნა, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი>>

პაციენტს ადგილზე გაეწია გადაუდებელი საედიცინო დახმარება, მაგრამ მოგვიანებით საჭირო გახდა მისი თბილისში გადმოყვანა. ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში აცრიდან მეორე დღეს გარდაიცვალა.