სასტიკი მკვლელობა: თბილიში ხელფეხშეკრული ქალის ცხედარი იპოვეს

ხანდაზმული ქალის მკვლელობაში ბრალდებული პირი პოლიციას ჯერ არ დაუკავებია.  მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
Sputnik

თბილისი, 27  მარტი – Sputnik. თბილისში 85 წლის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება „რუსთავი2“.

შემთხვევა დღეს, ჯავახიშვილის ქუჩაზე მოხდა.

ქალის ცხედარი მეზობლებმა აღმოაჩინეს. მათი ინფორმაცით, ქალს ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა და ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. მათივე ინფორმაციით, შესაძლოა მკვლელობა ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება.

ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.