ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამიში მიმდინარე ტურნირს გამოეთიშა

წაგების მიუხედავად, ბასილაშვილმა 25 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და თავისი საბანკო ანგარიში 16 ათასი დოლარით შეივსო
Sputnik

თბილისი, 27 მარტი - Sputnik. საქართველოს უძლიერესმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (АТР-ს რეიტინგით 38-ე ნომერი) მაიამიში მიმდინარე „მასტერსის“ სერიის ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა.

ბასილაშვილმა შვედ მიკაელ იმერთან (95) სამ სეტში წააგო - 3:6, 6:4, 4:6. მატჩი 2 საათსა და 15 წუთს გაგრძელდა.

ბასილაშვილი АТР-ს რეიტინგში ორი პოზიციით დაქვეითდა

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე ორივე ჩოგბურთელმა უამრავი შეცდომა დაუშვა. საერთო ჯამში ბასილაშვილმა შვიდი თავისი ჩაწოდება წააგო, იმერმა - 6.

დამარცხების მიუხედავად, ბასილაშვილმა 25 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და თავისი საბანკო ანგარიში 16 ათასი დოლარით შეივსო.

„მასტერსის“ საპრიზო ფონდი 4,3 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო მისი მოქმედი გამარჯვებულია შვეიცარიელი როჯერ ფედერერი.