ვაქცინის შიში: მზად არიან თუ არა თბილისელები ვაქცინაციისთვის

საქართველოს მოსახლეობას ახლა უკვე შეუძლია აირჩიოს, რით დაიცავს თავს კორონავირუსისგან - Pfizer-ის თუ AstraZeneca-ს ვაქცინით. მაგრამ აცრის მსურველები ჯერჯერობით მაინც ცოტაა. ნახეთ Sputnik-საქართველოს გამოკითხვა ამ აქტუალურ თემაზე
Sputnik

საქართველოში უკვე მეორე კვირაა, რაც კორონავირუსზე ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე სამედიცინო სფეროს მუშაკები იცრებიან. მალე ვაქცინაცია 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი, შემდეგ კი ყველა დანარჩენისთვისაც. 

მაგრამ თბილისელების უმეტესობა საერთოდ არ აპირებს აცრას COVID-19-ზე და ამასთან დაკავშირებით ეჭვებს არ მალავს, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს გაფრთხილების თანახმად, საყოველთაო ვაქცინაცია აუცილებელია კორონავირუსის დასამარცხებლად.