ფიგურული ციგურაობა: ალინა ურუშაძე ოლიმპიური ლიცენზიის მფლობელი გახდა

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში ალინა მე-20 ადგილზე გავიდა. ქართველმა სპორტსმენმა თავისუფალი პროგრამისთვის მსაჯებისგან 109.12 ქულა დაიმსახურა.
Sputnik

თბილისი, 27 მარტი - Sputnik. ქართველმა მოციგურავემ 17 წლის ალინა ურუშაძემ პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საგზური მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში ალინა მე-20 ადგილზე გავიდა. ქართველმა სპორტსმენმა თავისუფალი პროგრამისთვის მსაჯებისგან 109.12 ქულა დაიმსახურა.

ქართველმა სპორტსმენმა მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამში 169,01 ქულა მოაგროვა.


„საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს ალინა ურუშაძეს და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციას ამ მნიშვნელოვან წარმატებას - პირველი ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ქართველი მოციგურავე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი პროგრამის ეტაპზე გადავიდა >>