თბილისი, 26 მარტი – Sputnik. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ხაშურულ ნაზუქსა და სურამის ჯანსაღ ჰაერს სოციალურ ქსელში პოსტი მიუძღვნა.
ჰარცელმა twitter-ზე ხაშურსა და სურამში გადაღებული რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა და შეაბამისი კომენტარიც დაურთო.
„დიდი მადლობა ხაშურსა და სურამს. ეს საქართველოში აღმოსაჩენი განსაკუთრებული ადგილია. დიდებული ხედი სურამის ციხეზე, სასარგებლო რკინის წყალი და გემრიელი ნაზუქი“, — წერს ევროკავშირის ელჩი.
აღსანიშნავია, რომ ჰარცელის ტვიტში პირველი ორი სამადლობელი სიტყვა ქართულად, ოღონდ ლათინური ასოებით წერია.
ტვიტი რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა, თუმცა უკვე დაიმსახურა 100-ზე მეტი მოწონება და კომენტარები. ერთ-ერთი მომხმარებელი ხუმრობით მიმართავს ელჩს, აქეთ თუ იყავი, რატომ არ შემეხმიანეო.