როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე საქართველოში

ერთ წელიწადში ფასები ძირითადად გადამამუშავებელი და სამთო მრეწველობის, ასევე კვების პროდუქტებზე გაიზარდა.
Sputnik

თბილისი, 26 მარტი – Sputnik. 2021 წლის თებერვალში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16,9%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში

საქართველოში ფასები იზრდება - ეროვნულმა ბანკმა მიზეზები განმარტა>>

ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 16,2%-ით და სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 11,6%-ით.

საგარეო ბრუნვა: რითი ვაჭრობს საქართველო პანდემიის დროს

თებერვალში, იანვართან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,7%-ით გაიზარდა.

ადგილობრივი წარმოება

ფასები საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე თებერვალში, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 17,4%-ით გაიზარდა.

ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 11,9%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში – 16,3%-ით, მათ შორის კვების პროდუქტებზე – 15,1%-ით.

ექსპორტი და იმპორტი

ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16,3%-ით გაიზარდა.

საქართველოში ფასების ზრდამ პროგნოზს გადააჭარბა: „საქსტატის“ ახალი მონაცემები

სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 9,1%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 16%-ით, მათ შორის სასმელზე – 12,6%-ით, ლითონის ნაკეთობაზე – 25,7%-ით.

საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 19,4%-ით გაიზარდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 21,5%-ით გაძვირდა, მათ შორის კვების პროდუქტები – 25,5%-ით.

სამომხმარებლო ფასები

ინფლაციის წლიურმა დონემ 2020 წელს 3,6% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს). სურსათზე ფასები 6,2%-ით გაიზარდა. თებერვალში, იანვართან შედარებით, ინფლაციის დონემ მინუს 1,1% შეადგინა.