გაჩნდება თუ არა „წითელი ზონები“ საქართველოში – ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე კოვიდ-ინფიცირების კუთხით ყველაზე საშიში საქართველოში სამი რეგიონია.
Sputnik

თბილისი, 24 მარტი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების რისკთან დაკავშირებით შეზღუდვების საკითხს განიხილავს – ქვეყანაში რამდენიმე რეგიონია, რომლებიც შეიძლება „წითელ ზონად“ გამოცხადდეს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

  • მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ესენია გურია, იმერეთი და თბილისი, სადაც ყველაზე მეტია მობილობა.

„დადებითობის კოეფიციენტი ამ ეტაპზე გვაქვს 2,2. ანუ ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი ერთს აღემატება, რაც სიფრთხილეს მოითხოვს. ამიტომ შეზღუდვებს არ გამოვრიცხავ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კორონავირუსზე 65 წელს ზემოთ ადამიანების ვაქცინაცია 25 მარტიდან დაიწყება

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო 24 მარტს, ღამით Pfizer-ის ვაქცინის პირველ დოზას მიიღებს. ვაქცინა პირველ რიგში შევა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, საიდანაც გადანაწილდება თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.

ბათუმსა და ქუთაისში ამ ვაქცინის გაკეთება შესაძლებელი იქნება თითო ლოკაციაზე, ხოლო თბილისში – ოთხგან.

ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება როგორც მედიკოსების, ისე 65 წელს ზემოთ პირებისთვის. მედიკოსების აცრა 15 მარტს AstraZeneca-ს ვაქცინით დაიწყო.

საქართველო პირველ ეტაპზე Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზას მიიღებს. ვაქცინა ქვეყანაში აშშ-დან შემოვა.

ეკატერინე ტიკარაძე AstraZeneca-ს ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა>>

გერმანული კომპანია BioNTech-ისა და ამერიკული ფარმაკოლოგიური კონცერნი Pfizer-ის ერთობლივი ვაქცინა პირველია, რომლის გამოყენების ნებართვა ევროკავშირში 2020 წლის დეკემბერში გასცეს და ჯანმომ ოფიციალურად მოიწონა. არსებული ოფიციალური ინფორმაციით, ვაქცინის ეფექტურობა 95%-ია, ხოლო იმუნიტეტის ხანგრძლივობა აცრის შემდეგ – ექვსი თვე.