„დაისაჯოს რუსეთი“: რა თქვა ლავროვმა ევროკავშირთან ურთიერთობაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს მიაჩნია, რომ მოსკოვისა და ბრიუსელის „ურთიერთობათა ინფრასტრუქტურა“ ევროკავშირმა დაშალა.
Sputnik

ანტონ ლისიცინი

მისი თქმით, პარტნიორებად მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფო დარჩა. მაგრამ რუსეტი მზადაა კავშირების აღსადგენად, თუ ამას ევროპაშიც მოისურვებენ.

ლავროვის აზრით, ევროკავშირის ცალკეული ქვეყნები, ხელმძღვანელობენ რა ეროვნული ინტერესებით, ინარჩუნებენ მოსკოვთან დიალოგს. „სანამ დასავლეთ ფრონტზე უცვლელი ვითარებაა, აღმოსავლეთში ჩვენ ძალიან ინტენსიური დღის წესრიგი გვაქვს, რომელიც წლიდან წლამდე მდიდრდება“, — აღნიშნა მინისტრმა.

 „დაისაჯოს რუსეთი“: რა თქვა ლავროვმა ევროკავშირთან ურთიერთობაზე

რუსული დიპლომატიის თავმა სამშაბათს განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა კავშირების აღსადგენად, თუ ევროკავშირი ბოლოს და ბოლოს გადაწყვეტს მათ ნორმალიზებას. მანამდე კი ლავროვი ამბობდა, რომ თანამედროვე საერთაშორისო არენაზე ვინმეს დასჯა საერთოდ არასწორია, ხოლო ასეთი არშინით რუსეთისა და ჩინეთისადმი მიდგომა — უბრალოდ არაჭკვიანურიაო.

ერთი დღით ადრე ევროპული დიპლომატიის თავმა ჟოზეპ ბორელმა დაძაბულობაზე პასუხისმგებლობა მოსკოვს დააკისრა. „ჩვენთვის გასაგებია, რომ რუსეთმა კონფრონტაციაზე აიღო კურსი“, — განაცხადა მან. მისი თქმით, „რუსეთი სულ უფრო და უფრო შორდება ევროკავშირს“.

ბორელმა განმარტა, რომ ევროპელი დიპლომატები რუსეთთან ურთიერთობის ხუთი პრინციპის ერთგულები რჩებიან. ესენია: მინსკის შეთანხმებების შესრულება, ევროკავშირის კონტაქტების განმტკიცევა ეგრეთ წოდებულ აღმოსავლეთ პარტნიორებთან — ანუ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებთან, მოსკოვთან არჩევითი ურთიერთქმედება საერთო ინტერესების გათვალისწინებით, „რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების“ მხარდაჭერა და ევროპის ენერგოუსაფრთხოების მხარდაჭერა.

ბორელის განცხადებებს სანქციების დაწესება ახლდა — მათ შორის, რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ.

ლავროვმა ურთიერთობების განადგურებაში ევროკავშირი დაადანაშაულა

მედია ავრცელებდა გაფრთხილებას, რომ ევროკავშირი რუსი თანამდებობის პირების წინააღმდეგ ზომებს მიიღებდა ალექსეი ნავალნის გამო, რომელსაც სასამართლომ პირობითი სასჯელი რეალურით შეიცვალა „ივ როშეს“ საქმესთან დაკავშირებით და 3,5 წლით კოლონია შეუფარდა. ევროკავშირი მხოლოდ ძალოვანების წინააღმდეგ პერსონალური სანქციებით შემოფარგლა, რუსული ეკონომიკისთვის სეზღუდვები არ დაუწესებია.

მიუხედავად ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ „რუსული მხარე ევროკავშირის მორიგ არამე გობრულ აქციას შესაბამისი პასუხის გარეშე არ დატოვებს“.

ლავროვმა მაშინ დაწვრილებით განმარტა, კონკრეტულად რა არ აწყობს მოსკოვს ბრიუსელის პოლიტიკაში: ევროკავშირმა ორმხრივი ურთიერთობების „მთელი ინფრასტრუქტურა შეგნებულად  დაანგრია“.

მოსკოვში ევროკავშირის წარმომადგენელმა მარკუს ედერერმა ბორელთან ვახშამზე აღნიშნა, რომ ევროკავშირის მოსკოვთან დიალოგისას ზედემტადაა კონცენტრირებული უკრაინის კონფლიქტზე და პოზიციის შეცვლაა საჭიროვო. ამის შესახებ Bloomberg–ი წერდა — ევროკომისიის პრესსამსახურმა კომენტარიც კი არ გააკეთა შეხვედრაზე წამოწეულ თემებზე. ოფიციალურად: ევროპის საგარეო უწყებების მეთაურებმა „კვლავ გამოხატეს მოსკოვთან ურთიერთობის პრინციპებისადმი ერთგულება“.

მოსკოვმა მოსაზრება ევროსაბჭოს შესახებაც გამოთქვა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრ გრუშკომ განაცხადა, რომ კრემლი უფრთხილდება ევროპის საბჭოს წევრობას, მაგრამ ამისთვის „ნებისმიერ ფასს“ არ გადაიხდის.

ლავროვი: დასავლური სანქციები ადამიანის უფლებებზე დამღუპველად მოქმედებს

საერთოდ კი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბორელი თებერვალში ეწვია რუსეთს. უკან დაბრუნებულმა სანქციების დაწესება დაუშვა, ვინაიდან რუს ვიზავისთან საუბრისას ურთიერთობა „დაძაბულობის უმაღლეს დონეს აღწევდა“.

და მართლაც, არც მოლაპარაკებათა ფონი და არც თავად მისი მიმდინარეობა მშვიდი არ ყოფილა. რუსული მხარე, რომელსაც მიტინგებზე პოლიციის სისასტიკის გამო საყვედურობდნენ, ევროპელებს გადასცა ვიდეო, რომელზეც აშშ–სა და ევროპის ქვეყნებში საპროტესტო აქციების ძალადობრივი დარბევა იყო აღბეჭდილი. ლავროვთან სადილზე ბორელმა შეიტყო, რომ მოსკოვიდან ევროკავშირის სამ დიპლომატს აძევებდნენ ქუჩის აქტიურობის გამო: პოლონელს, შვედსა და გერმანელს.

ამ ვიზიტისთვის ევროპის დიპლომატიის ხელმძღვანელი გააკრიტიკეს. ტრადიციულად მკვეთრი გამოსვლით გამოირჩეოდნენ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების წარმომდგენლები. მაგალითად, ლატვიის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ევროპარლამენტის დეპუტატმა სანდრა კალნიეტემ ბორელს ბრალად ის წაუყენა, რომ ნავალნის არ შეხვდა და თანაც ლავროვთან პრესკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც ექსპერტი ნიკოლაი კავეშნიკოვი ასკვნის, ამჟამად რუსეთსა და  ევროკავშირს შორის ურთიერთობები „ყველაზე დაბალ დონეზეა 90–იანების შემდეგ“.

„კრემლის თვალსაზრისით, პასუხისმგებლობა ევროკავშირზეა: სწორედ ყირიმში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ცალკეულ რაიონებში მომხდარი მოვლენების შემდეგ სემოიღო მან სანქციები და ჯერ კიდევ იყენებს მათ, რათა რუსთის ქმედებებისადმი დამოკიდებულება გამოხატოს საერთაშორისო არენასა და ქვეყნის შიგნით“.

„მძიმე ურთიერთობები“: რატომ უნდა დაბრუნდეს რუსეთის ელჩი აშშ–ში

კავეშნიკოვმა ბრიუსელის თვალსაზრისიც განმარტა: „მათი აზრით, 2014 წელს რუსეთი საეღთაშორისო სამართლის წინააღმდეგ წავიდა და კვლავაც განაგრძობს მავნებლურ საქმიანობას“.

ექსპერტის თქმით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის თანახმად, საკვაძო ქვეყნების გავლენა უფრო მეტია, ვიდრე დანარჩენებისა. „ევროკავშირში არის ძალები, რომლებიც დაინტერესებულები არიან რუსეთთან ურთიერთობების დეგრადაციის შეჩერებით, გაუარესების შეწყვეტით თუნდაც იქ, სადაც ეს ბიზნესს უშლის ხელს. მაგრამ შეიმუშავეს რა თავის დროზე მოგერინის ხუთი პრინციპი, ევროკავშირი ამ მინიმალურ კონსენსუსზე გავიდნენ, მეტის მოფიქრება არ შეუძლიათ“, — მიაჩნია კავეშნიკოვს.

მისი თქმით, ერთადერთი, რაც შეიძლება ახლა გაკეთდეს — ეს ეროვნულ მთავრობებთან კონტაქტების განვითარებაა. მაგრამ ეკონომიკის, ინვეტიციების და მით უფრო საშინაო პოლიტიკის ბევრი საკითხი ზეეროვნულ დონეზე წყდება და აქ მანევრირების შესაძლებლობა შეზღუდულია.

პოლიტოლოგი ანდრეი სუზდალცევი მიიჩნევს, რომ ევროკავშირისა და დასავლეთის ქვეყნების რუსეთთან წინააღმდეგობა გარკვეული ალგორითმით ვითარდება. „რაღაც დროის შემდეგ სანქციების დაწესების მიზეზები დავიწყებას ეძლევა, შეგრძნებები ქვეითდება, და ესე იგი, საჭიროა ახალი მკაფიო საბაბი. მაგალითად, ორჯერ ვიღაც „მოწამლეს ნოვიჩოკით“, მაგრამ ბოლომდე ვერა. ყველაფერი გასაგებია: მოსკოვმა გამოიყენა ქიმიური იარაღი, თანაც მასობრივი განადგურებისა“.

სუზდალცევის აზრით, რაღაც კუთხით მხარეები წითელ ხაზებს მიუახლოვდნენ, რომელთა გადაკვეთაც არ შეიძლება.  დიალოგი შეწყდა მაშინ, როდესაც გასაგები გახდა, რომ ევროპაში ცოტას თუ აინტერესებს ბრალდებების დამტკიცება. მოსკოვს ისღა რჩება, დაელოდოს, როდის დამშვიდდებიან ბრიუსელში. მით უმეტეს, რომ საქმეები რუსეთის შიგნითაც საკმარისადაა.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!