მსახიობმა გიორგი გასვიანმა, რომელიც რამდენიმე თვეა მარიტა მელიქიშვილზე დაქორწინდა, გადაცემაში „სიკეთე მარტივია“ მეუღლის ოჯახის წევრებზე ისაუბრა. გიორგის თქმით, არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს მათთან და იმის გამო, რომ მარიტას დედა მასზე მხოლოდ ოთხი წლით დიდია, სიდედრად ვერ აღიქვამს.
მსახიობის თქმით, მარიტას დედა მისთვის მეგობარივითაა, ხოლო ბებიას უფრო აღიქვამს სიდედრად, რადგან დედამისის ტოლია. ცოტა ხნის წინ მარიტა 19 წლის გახდა. წყვილს შორის 16-წლიანი სხვაობაა, თუმცა, როგორც თავად ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეს, ამის გამო პრობლემა არ შექმნიათ.
მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი და მისი რჩეული მარიტა მელიქიშვილი მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრში არიან. შეიძლება ითქვას, რომ მათ ერთად გამოჩენისთანავე დაიპყრეს ადამიანების გულები და ამიტომაც უამრავი გულშემატკივარი ჰყავთ. ამბობენ, რომ წყვილი უზომოდ უხდება ერთმანეთს და გიორგის არჩევანს უწონებენ.
ფაქტია, რომ წყვილი ერთმანეთზე ყურებამდეა შეყვარებული. ტელეწამყვანმა და მსახიობმა გიორგი გასვიანმა და მისმა რჩეულმა მარიტა მელიქიშვილმა ჯვარი ახლახან, 23 იანვარს დაიწერეს და ქორწილიც გადაიხადეს, რომელსაც ქართული ბომონდის თითქმის მთელი შემადგენლობა ესწრებოდა.