ცაგერში 10 ოჯახი კვლავ გარე სამყაროსაა მოწყვეტილი: გეოლოგები ალტერნატიულ გზას ეძებენ

აქტიური მეწყრული პროცესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე შეუძლებელია არსებული გზის გაწმენდა და აღდგენითი სამუშაოების დაწყება.
Sputnik

თბილისი, 24 მარტი – Sputnik. ცაგერის მუნიციპალიტეტში ჩამოწოლილი მეწყრის მასშტაბურობიდან და რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე საავტომობილო გზის აღდგენა ვერ ხერხდება და მიმდინარეობს სოფელთან დამაკავშირებელი ალტერნატიული გზის დერეფნის შერჩევა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცაგერში მეწყრის ჩამოწოლის გამო 10 ოჯახი გარე სამყაროს მოწყდა>>

ცაგერის მუნიციპალიტეტში ლაილაში–ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერი გუშინ ჩამოწვა. უწყების ცნობით, მეტეოროლოგიური პირობების გაუარესებისა და ხანგრძლივი წვიმის გამო გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა ჩამოშალა დიდი მოცულობის მასა, რამაც დააზიანა საავტომობილო გზა და 10 ოჯახი გარე სამყაროს მოსწყვიტა.

გუდამაყარში მეწყერი ჩამოწვა: გეოლოგები მეწყრულ პროცესებს ადგილზე სწავლობენ

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პირველადი კვლევების მიხედვით, ცაგერში ძველი მასშტაბური მეწყერი გააქტიურდა. ლაილაში–ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზის მონაკვეთზე განვითარებულ მეწყრულ პროცესებს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები ადგილზე ეცნობიან.

სოფლის დამაკავშირებელი ალტერნატიული გზის დერეფნის შერჩევის პროცესში ჩართულია გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი.

საქართველოში ამინდი საგრძნობლად გაუარესდა. გადაუღებელი წვიმების შედეგად გუშინ მეწყერი ჩამოწვა ასევე გუდამაყრის ხეობაში, სადაც გარე სამყაროს 22 სოფელი მოსწყდა.