ყვითელი ამბები

სოფიკო შევარდნაძე 42 წლის ასაკში დედა გახდა - ბავშვის მამის ვინაობა გასაიდუმლოებულია

სოფიკო შევარდნაძემ გასაიდუმლოებული ურთიერთობიდან ბიჭი გააჩინა. ნახეთ რა დაარქვა ტელეწამყვანმა შვილს
Sputnik

საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი, 42 წლის სოფიკო შევარდნაძე ბიჭის დედა გახდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

​გამოცემის ინფორმაციით, ბავშვი 3.3 კილოგრამი და 52 სანტიმეტრი დაიბადა და მას ანდრია დაარქვეს.

ცნობილ ტელეწამყვანს პირადი ცხოვრების აფიშირება არ უყვარს, ამიტომ სხვა დეტალები ჯერჯერობით არ არის ცნობილი. ამის შესახებ მას ჯერ თავის „ინსტაგრამზეც“ არ დაუწერია.

ერთ-ერთ ინტერვიუში ტელეწამყვანმა აღიარა, რომ უჭირს მისთვის შესაფერისი მეორე ნახევრის მოძებნა, როდესაც თვალწინ ჰყავს ორი ისეთი იდეალური მამაკაცი, როგორებიც ბაბუამისი და მამამისი არიან.

სოფიკო 21 წლის იყო, როცა დაგეგმილი ქორწილი ჩაშალა და დღემდე არ დაქორწინებულა. ნიუ-იორკში ჟურნალისტმა ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი ლევან კოღუაშვილი გაიცნო, მან რჩეული საკუთარ ბაბუასაც კი გააცნო და გამოაცხადა ქორწინების შესახებ, თუმცა ქორწილამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე მიხვდა, რომ არ სურდა, მთელი ცხოვრება იმ ადამიანთან ერთად გაეტარებინა.