პანდემიის დროს შექმნილი დეკორატიული ნივთები, ანუ „ნათიას ოქროს ხელები“

უკვე არაერთხელ დავრწმუნდით, რომ პანდემიის დროს ბევრმა საკუთარ თავში მოულოდნელად ახალი ნიჭი აღმოაჩინა. ეს ამბავიც ახალ შესაძლებლობაზეა, რამაც ნათია ლელაშვილის შემთხვევაში ძირითადი საქმიანობა ჩაანაცვლა.
Sputnik

ხანგრძლივად სახლში ყოფნის დროს ალბათ ბევრმა ჩვენგანმა გადახედა სახლის ინტერიერს და სამომავლოდ მისი განახლების, ასევე ლამაზი ნივთებით მისი გალამაზების სურვილი გაუჩნდა. ნათიამ სწორედ ასეთი დეკორატიული ნივთების კეთება დაიწყო და მათი შეძენის მსურველიც ბევრი აღმოჩნდა.

პანდემიის დროს შექმნილი დეკორატიული ნივთები, ანუ „ნათიას ოქროს ხელები“

- ნათია, პანდემიამდე რას საქმიანობდით?

- პანდემიის დაწყებამდე სხვადასხვა ადგილზე ვმუშაობდი, ძირითადად ეს მომსახურების სფერო იყო. სასტუმროს მართვის და ოპერირების სრული კურსი გავიარე, ასევე ოფისის და ადმინისტრაციული მენეჯერის და საბუღალტრო კურსები, მაგრამ პანდემიის მერე ცხოვრებამ სხვა გზით წამიყვანა და ხელნაკეთი ნივთების დამზადება დავიწყე.

პანდემიის დროს შექმნილი დეკორატიული ნივთები, ანუ „ნათიას ოქროს ხელები“

- რა სახის ნივთებს აკეთებთ?

- ჩემი პირველი ნამუშევრები, რომლითაც ხალხმა გამიცნო, პატარა, დეკორატიული სახლებია. მათზე დიდი მოთხოვნა მაშინვე გაჩნდა, რამაც ძალიან გამახარა. მინიატურული სახლების დეკორაციების მოსამზადებლად მუყაოს ქაღალდს, დეკორატიულ თიხას და აკრილის საღებავებს ვიყენებ. ამ სახლების შესაქმენელად ხუთი დღე მაინც არის საჭირო. სხვა ნივთები შეიძლება ერთ დღეშიც იყოს მზად. ვამზადებ სანათებს, დეკორატიულ ყვავილებს ლამაზ ჩარჩოებში...

პანდემიის დროს შექმნილი დეკორატიული ნივთები, ანუ „ნათიას ოქროს ხელები“

- წინასწარ იცით რას გააკეთებთ თუ შთაგონებას მიჰყვებით?

- წინასწარ დაგეგმილის გაკეთება არ მიყვარს, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცის ასლი და ანალოგი შევქმნა. ერთხელ მიმიწვიეს გადაცემაში, სადაც ლამაზი ნივთები უნდა დამემზადებინა პირდაპირ ეთერში. წებოს თოფი, რომელიც შევიძინე, უვარგისი გამოდგა, მაგრამ ვეღარ შევცვლიდი კომენდანტის საათის გამო. როცა დილით სტუდიაში მივედი, დავიწყე ისეთი რაღაცის კეთება, რასაც წებო არ დაჭირდებოდა. არ ვიცოდი რა გამოვიდოდა. ჩემდა გასაკვირად, გამომივიდა ოქროსფერი, ბრჭყვიალა სფერო, რომელიც ნებისმიერ ინტერიერს დაამშვენებს. ასე რომ, მთავარია, შთაგონებას მიჰყვე და ის რაიმე ლამაზ იდეამდე გაგიყვანს...

პანდემიის დროს შექმნილი დეკორატიული ნივთები, ანუ „ნათიას ოქროს ხელები“

- როგორ ფიქრობთ, დეკორატიულ პატარა სახლებზე რატომ არის მოთხოვნილება?

- ჯერ ერთი, ისინი ჩვენი სახლის ინტერიერს ალამაზებს. კიდევ, ჩემი აზრით, ამის მიზეზი ის არის, რომ ისინი მნახველებში სიმყუდროვის ასოციაციას აჩენს, იმ ლამაზი სიმყუდროვის, რაც ასე მნიშვნელოვანია ბედნიერი ცხოვრებისთვის. სხვათა შორის, ახლახან დამიკვეთეს კაფეს მაკეტი, რომელიც კარგი გამოვიდა და იმედია, დამკვეთსაც მოეწონება.

პანდემიის დროს შექმნილი დეკორატიული ნივთები, ანუ „ნათიას ოქროს ხელები“

- სოციალურ ქსელებში თქვენს გვერდს „ნათიას ოქროს ხელები“ ჰქვია, ანუ საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი ხართ...

- ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა კერვა, ქსოვა და ქარგვა. რაც შეეხება სახელს, ვფიქრობ, ვამართლებ და ეს დასტურდება იმ კომენტარებითაც, რასაც ჩემს გვერდზე ვკითხულობ. სულ მინდა, რომ ხალხის ასეთი დამოკიდებულება და ნდობა გავამართლო და გავამყარო. მადლობელი ვარ მათგან წამოსული სიყვარულისა და ნდობისთვის, ჩემთან ერთად განვლილი ამ პერიოდისთვის, რომელმაც თავდაჯერება შემძინა საიმისოდ, რომ ეს საქმე მომავალშიც გავაგრძელო.

პანდემიის დროს შექმნილი დეკორატიული ნივთები, ანუ „ნათიას ოქროს ხელები“

- რა არის საჭირო იმისთვის, რომ ნამუშევარი ლამაზი გამოვიდეს?

- მთავარია გაიარო იმ ადამიანის გულში, ვისთვისაც რაიმეს ქმნი. მერე კი ის ნივთი თავად გაუღვიძებს მას ლამაზ გრძნობებს, მისი დანახვა პოზიტიურ განწყობაზე დაააყენებს. ლამაზი ნივთების შესაქმნელად აუცილებლად საჭიროა სტიმული. ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმული ჩემი შვილის გაბრწყინებული თვალებია. ჩემ განწყობაზეც ანა ზრუნავს. მუშაობის პროცესში მამხნევებს და მუსიკასაც კი მასმენინებს ხოლმე.

პანდემიის დროს შექმნილი დეკორატიული ნივთები, ანუ „ნათიას ოქროს ხელები“

- საშუალება რომ გქონდეთ, როგორ მოაწყობდით თქვენი ოცნების სასტუმროს?

- კარგი იქნება, თუ ჩემი ორი საქმის ერთად კეთების საშუალება მომეცემა. ანუ მექნება სასტუმრო, რომლის ინტერიერსაც საკუთარი ხელით შექმნილი ნივთებით გავაწყობ და გავალამაზებ. დიდი ხანია, სურვილი მაქვს, რომ თბილისთან ახლოს კოტეჯები ჩავდგა. მათი ინტერიერი ვინტაჟური წარმომიდგენია. სასტუმროს ექნებოდა ლამაზი მწვანე ეზო, ბავშვების გასართობი კუთხე, სპორტული მოედანი და ცხენების საჯინიბო. პანდემიის გამო სახლში გამოკეტილებს ასე დაგვაკლდა ბუნებასთან ურთიერთობა, ამიტომ ასეთი გარემო მათ პოზიტივით აავსებს და სულიერ სიმშვიდეს მოჰგვრის...