სასჯელაღსრულების დაწესებულის ექთანს კორონავირუსი ვაქცინის გაკეთების შემდეგ დაუდასტურდა

გავრცელებული ინფორმაციით, ექთანს ვაქცინაციამდე კორონავირუსზე ტესტი გაუკეთდა, თუმცა პასუხი უარყოფითი იყო. ამჟამად მედიკოსი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
Sputnik

თბილისი, 23 მარტი - Sputnik. სასჯელაღსრულების დაწესებულების ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ კორონავირუსი გამოუვლინდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

ტიკარაძე: მოქალაქეები AstraZeneca-ს და Pfizer-ს შორის არჩევანს შეძლებენ>>

ტელეკომპანიის ცნობით, ექთანი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. პაციენტის მდგომარეობა მსუბუქია, მას დაავადებისთვის დამახასიათებელი საერთო სისუსტე აღენიშნება.

„კლინიკაში შემოყვანის დროს პაციენტს ჰქონდა მსუბუქი ტემპერატურა, თუმცა ახლა აღარ აქვს. აღენიშნებოდა საერთო სისუსტე. კლინიკური ანალიზები დამაკმაყოფილებელია და ნორმაშია. ცვლილებები არ აქვს“, - აღნიშნეს ინფექციურ საავადმყოფოში.

არსებული ინფორმაციით, ექთანს ვაქცინაციამდე კორონავირუსზე ტესტი გაუკეთდა, თუმცა პასუხი უარყოფითი იყო.

საქართველოში Pfizer-ის ვაქცინას ელოდებიან: რა უნდა გაითვალისწინოთ აცრის გაკეთების დროს

საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი დაიწყო. ამ ეტაპზე იმუნიზაცია AstraZeneca-ს ვაქცინით ხორციელდება. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ერთ ვაქცინას – Pfizer-ს ელოდებიან. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა ვაქცინებს შორის არჩევანი თავად გააკეთონ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით დღეს საჯაროდ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც აიცრა.

მინისტრმა AstraZeneca-ს პრეპარატით აცრის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც ახალციხეში ვაქცინაციის შემცდეგ წარმოქმნილი გართულებების შედეგად 27 წლის ექთანი გარდაიცვალა.