თოვლი და თავსხმა წვიმა: მაღალმთიან აჭარაში უამინდობამ პრობლემები შექმნა

ანომალიურმა გაზაფხულმა თოვლითა და წვიმებით პრაქტიკულად გაუვალი გახადა გზები ხულოსა და შუახევში, მოსახლეობის გადაადგილების უზრუნველსაყოფად გზების მუდმივი გაწმენდა მიმდინარეობს.
Sputnik

თბილისი, 21 მარტი – Sputnik. ორდღიანი უხვი ნალექის შედეგად აჭარის მაღალმთიან სოფლებში მეწყრული პროცესები განვითარდა, ნათქვამია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

წვიმა, თოვლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი გაუარესდება

შესაბამისი სამსახურები გზებზე თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებენ.

„ამ ეტაპისთვის ძირითად მიმართულებებზე გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია, დარჩენილ მონაკვეთებზე კი მიმდინარეობს სამუშაოები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე მეორე დღეა მიმდინარეობს ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების მაღალი სოფლების საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოები. ადგილობრივი მოსახლეობა გადაადგილების საშუალებას პრაქტიკულად მოკლებულია.

სინოპტიკოსების პროგნოზებით, 26 მარტამდე საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე წვიმებია მოსალოდნელი.