იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

წინასწარი მონაცემებით, იაპონიაში არსებული ატომური სადგურების მუშაობაზე მიწისძვრას გავლენა არ მოუხდენია
Sputnik

თბილისი, 20 მარტი - Sputnik. იაპონიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან, ქალაქ იშინომაკისთან 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება აშშ-ის გეოლოგიური სამსახური.

მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 18:09 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 54 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

თავდაპირველად ქვეყანაში ცუნამის საფრთხე გამოცხადდა, მოგვიანებით მეტეოსააგენტომ გაფრთხილება მოხსნა.

მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

წინასწარი მონაცემებით, ატომური სადგურების - „ფუკუსიმა-1“, „ფუკუსიმა-2“ და „ტოკაი-2“-ის მუშაობაზე მიწისძვრას გავლენა არ მოუხდენია.