20 მარტი ბედნიერების საერთაშორისო დღეა

მე დავიბადე და ეს ყველაფერია იმისათვის, რომ ვიყო ბედნიერი - ალბერტ აინშტაინი. ლეგენდარული ფიზიკოსის ეს ფრაზა შეიძლება მშვენიერ ეპიგრაფად იქცეს ყოველი ადამიანის ცხოვრებისათვის.
Sputnik

ბედნიერების საერთაშორისო დღე (International Day of Happiness) 20 მარტს აღინიშნება. ეს დღესასწაული რამდენიმე წლის წინ დააწესა გაეროს გენერალურმა ასამბლეამ. 

შესაბამისად, უნდა გადავდოთ ყველა პრობლემა, რომელიც ნაღველს გვგვრის და ვიყოთ ბედნიერები თუნდაც ამ დღეს. 

და რა არის ბედნიერება?

ზუსტად არავის აქვს ამ კითხვაზე პასუხი და ყოველი ადამიანი მას სხვადასხვაგვარად აღნიშნავს. 

ვიღაცისათვის ჯანმრთელობა და სულიერი სრულყოფილებაა მთავარი, ვიღაცისთვის – ქონება და დამოუკიდებლობა. ზოგიერთი წარმატებული კარიერისათვის იბრძვის, პირველ რიგში, პოლიტიკურის, რადგან ადამიანები თვლიან, რომ ძალაუფლების მოპოვება, სხვა ადამიანებით მანიპულირება, მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა სწორედ ისაა, რაც ბედნიერებას მოუტანს მათ…

ვიღაცისთვის კი ბედნიერება პატარა სიხარულებისგან შედგება — დილით რომ იღვიძებს, მზის სხივებს რომ ეფიცხება, უბრალოდ გამოიძინებს, ან კარგ მუსიკას მოუსმენს, ან, მით უმეტეს, სიყვარული ეწვევა. 

აირჩიეთ ბედნიერება და ბედნიერება აგირჩევთ თქვენ

როგორც ბრძენი ხალხი ამბობს, ძალაუფლება, ყველა სურვილის დაკმაყოფილება მხოლოდ ბედნიერი ცხოვრების იმიტაციას იძლევა, ხოლო ბედნიერების ერთადერთი სწორი აღქმა — ეს საკუთარ თავთან ჰარმონიაში ცხოვრებაა, რადგან ბედნიერება შინაგან სიმშვიდეშია — იმ პროცესში, როცა წუხილისა და შიშის ნაცვლად ადამიანის ცხოვრება გამსჭვალულია ყოველი წუთის განუმეორებელი ხიბლის შეგრძნებით, გარემომცველი სამყაროს მშვენიერებით, რომელიც მის სულში აისახება. 

დღესასწაულის იტორია

2013 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ბედნიერების საერთაშორისო დღის აღნიშვნით ხაზს უსვამს ბედნიერების მნიშვნელობას ადამიანების ცხოვრებაში მთელ მსოფლიოში. 

დღესასწაული გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2012 წელს დააწესა პატარა მთიანი ქვეყნის — ბუტანის ინიციატივით, რომლის მოქალაქეთა ეროვნული კეთილდღეობა მთლიანი ეროვნული ბედნიერების კოეფიციენტით იზომება. 

ჩახუტების დღე: როგორ ვისწავლოთ სიყვარული და გავხდეთ ბედნიერნი

ტერმინი „მთლიანი ეროვნული ბედნიერების კოეფიციენტი“ ბუტანის მეოთხე მეფემ შემოიღო და იგი ამ ქვეყნის არაოფიციალური სახელმწიფო ფილოსოფია გახდა. 

20 მარტი შემთხვევით არ აურჩევიათ — ეს არის გაზაფხულის ბუნიობის დღე, როცა მთელ დედამიწაზე დღე ღამეს უტოლდება და ამით დღესასწაულის ინიციატორებს იმის ხაზგასმა სურდათ, რომ პლანეტის ყველ ადამიანს თანაბრად აქვს უფლება – იყოს ბედნიერი.