თბილისი, 18 მარტი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პირველად ესაუბრა სომხეთის მთავრობის მეთაურს, ნიკოლ პაშინიანს, იუწყება Sputnik-სომხეთი.
პაშინიანმა კიდევ ერთხელ მიულოცა კოლეგას თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატება უსურვა ამ მნიშვნელოვანი მისიის შესრულებაში.
სომხეთის პრემიერმა ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა >>
მხარეებმა გამოთქვეს ორმხრივი მზადყოფნა გააგრძელონ მაღალი დონის კონტაქტები, რათა ორმხრივი დატვირთული დღის წესრიგის ყველა საკითხში წინ წაიწიონ და თანამშრომლობა გააფართოონ.