COVID-19 - ბოლო ცნობები

ევროკომისიამ COVID-19-ის პანდემიის მესამე ტალღა გამოაცხადა

ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ვირუსის გავრცელების ტემპები სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია, ასევე ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
Sputnik

თბილისი, 19 მარტი – Sputnik. ევროკავშირის ქვეყნებში კორონავირუსის მესამე ტალღა დაიწყო, განაცხადა ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დანა სპინანტმა ბრიფინგზე. ინფორმაციას РИА Новости ავრცელებს.

„ჩვენ მესამე ტალღას ვხედავთ, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში ეტაპობრივად, ზოგან კი სწრაფად ვრცელდება“, – განაცხადა სპინანტმა.

მისი განმარტებით, სხვადასხვა სახელმწიფოებში ვირუსის გავრცელების ტემპები განსხვავებულია, მან მთავრობებს ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებისკენ მოუწოდა.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 121 მლნ ადამიანს გადააჭარბა – გარდაიცვალა 2,7 მლნ ადამიანი.