ზახაროვამ კომენტარი გააკეთა ბაიდენის განცხადებაზე რუსეთის შესახებ

აშშ-ის ხელისუფლებამ უარი თქვა თავისივე განცხადების კომენტარზე. მარია ზახაროვა აღნიშნავს, რომ „პრინციპში, პასუხები არც არის“.
Sputnik

თბილისი, 18 მარტი – Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის რეზონანსულ განცხადებაზე რუსეთის შესახებ და აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა თვითონ უნდა განმარტოს მოსკოვში ის, რაც „რუსულ–ამერიკულ ურთიერთობებში“ ხდება“, – იუწყება РИА Новости.

კრემლი პასუხობს ლონდონის განცხადებას „რუსული საფრთხის“ შესახებ>>

მანამდე ბაიდენმა ტელეარხ ABC-სთან განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი „პასუხს აგებს არჩევნებში ჩარევისთვის“. მასმედიაში ასევე ამტკიცებენ, რომ ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს „მკვლელი“ უწოდა, თუმცა, ეს პირდაპირი მნიშვნელობით ჰქონდა მას მხედველობაში თუ არა, გაურკვეველია. თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმ უარი განაცხადა განემარტა, იყო თუ არა ბაიდენის სიტყვები პუტინზე მეტაფორა.

„ვიცით, რომ ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა მთლიანად უარი თქვეს პასუხზე პირდაპირ კითხვაზე, რა მოხდა იქ. პასუხები, პრინციპში, არ არის. ეს მათთან ჩნდება კითხვა, საერთოდ რა ხდება“, – განაცხადა ზახაროვამ რადიოსადგურ Вести FM-ის ეთერში.

უფრო ადრე რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ აშშ-ში რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი კონსულტაციებისთვის მოსკოვში გამოიწვიეს, რათა შეაფასონ ვაშინგტონთან ურთიერთობების ამჟამინდელი კონტექსტი. უწყებაში აღნიშნეს, რომ უნდათ თავი აარიდონ „ვაშინგტონთან ურთიერთობების შეუქცევად დეგრადაციას“.

რუსეთის საელჩო აშშ-თან ურთიერთობების ჩამოშლის საფრთხეებზე საუბრობს

აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ ოთხშაბათს რუსეთის წინააღმდეგ საექსპორტო შეზღუდვები გააფართოვა: რუსეთი შეიყვანეს იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებთანაც მთლიანად იკრძალება იარაღის ექსპორტი და იმპორტი. აშშ-ის სანქციები შეეხო ეროვნულ უშიშროებასთან დაკავშირებულ ექსპორტს, რიგი გამონაკლისები მხოლოდ 1 სექტემბრამდე იმოქმედებს. გადაწყვეტილება 18 მარტს შევა ძალაში. ასეთი ზომების საბაბი ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული ვითარება და „ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენება“ გახდა.

გარდა ამისა, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისმა გუშინ გამოაქვეყნა გასაიდუმლოებული მოხსენება, რომელშიც მოსკოვი დონალდ ტრამპის ხელახლა არჩევაში დახმარების მცდელობაში, ჯო ბაიდენის დისკრედიტაციისა და ამერიკულ საზოგადოებაში „შუღლის დათესვის“ მცდელობაში დაადანაშაულეს.

კრემლში მოხსენებას „უსაფუძვლო და მტკიცებულებების გარეშე“ უწოდეს. როგორც პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რუსეთს არანაირი კავშირი არ ჰქონია რამე სახის კამპანიასთან კანდიდატების წინააღმდეგ არჩევნებში. მისი თქმით, ასეთი „არცთუ ხარისხიანი“ მასალები ახალი სანქციების საფუძვლად გამოიყენება.

რუსეთის საელჩომ უპასუხა აშშ-ის ბრალდებას „არჩევნებში ჩარევაზე“>>

საგარეო საქმეთა სამინისტროში, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ახალ შეზღუდვებს „მშვიდად“ ხვდებიან – ასეთი ზომები უკვე 90-ზე მეტჯერ მიიღეს. ამასთან, უწყებაში მიუთითეს, რომ რუსეთზე სანქციებით ზეწოლის გაძლიერება მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დიალოგის ნორმალიზების „შანსებს არ ზრდის“, ხოლო პასუხისმგებლობა მის გაურესებაზე მთლიანად აშშ-ს ეკისრება.