რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა: რამდენი სესხი გაძვირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
Sputnik

თბილისი, 18 მარტი – Sputnik. საქართველოში რეფინანსირების განაკვეთის 0,5%-ით გაზრდის გამო ასიათასობით სესხი გაძვირდა, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ განცხადებაში. 

ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 17 მარტს რეფინანსირების განაკვეთის 8-დან 8,5%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შედეგად გაძვირდა 124,3 ათასი სესხი – ჯამში 7,241 მლრდ ლარის ოდენობით.

„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება ფრთხილი მიდგომის გაგრძელება და ინფლაციურ რისკებზე საპასუხო ნაბიჯია... ინფლაციური პროგნოზი გაუარესდა, რამაც მომავალში შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიოს ქვეყნის ეკომონიკის აღდგენის პროცესზე“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

ორგანიზაციამ ასევე წარმოადგინა სტატისტიკა, თუ რომელი სესხები გაძვირდა რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის გამო:

სესხის სახეობასესხის რაოდენობამოცულობა მლნ ლარში
იპოთეკური54 8002.677,8
სამომხმარებლო36 100970,1
ბიზნეს–სესხი29 3003.359,5
ავტოსესხი80022,4
გაურკვეველი მიზნობრიობის3 30098,1

 
კორონავირუსმა სერიოზული დარტყმა მიაყენა საქართველოს ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროს. პანდემიამ ნეგატიური გავლენა მოახდინა როგორც კერძო სექტორზე, ისე მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობაზე. მთავრობა იძულებული გახდა მეწარმეებისა და მოქალაქეებისთვის, ასევე ეპიდემიის გავრცელების აღკვეთისა და დაავადებულთა მკურნალობისთვის დამატებითი რესურსები მოეძიებინა. მთლიანობაში საქართველომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარება მოიზიდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემების თანახმად, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკის ვარდნის ტემპები დაჩქარდა – 2021 წლის იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მშპ 11,5%-ით შემცირდა.