ავიაკომპანია AirBaltic საქართველოში რეისებს განაახლებს

ლატვიის და საქართველოს დედაქალაქების დამაკავშირებელი ავიარეისები თავდაპირველად კვირაში ორჯერ განხორციელდება
Sputnik

თბილისი, 17 მარტი - Sputnik. ლატვიის ავიაკომპანია AirBaltic 28 მარტს განაახლებს რეისებს რიგა-თბილისი-რიგას მიმართულებით, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებაში.

თავდაპირველად ფრენები კვირაში ორჯერ შესრულდება.

მოგზაურების საყურადღებოდ! თურქეთში თვითმფრინავით შესვლის წესები იცვლება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მაისიდან რეისების რაოდენობა გაიზრდება და ფრენები ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს განხორციელდება

როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, მარტში სხვადასხვა ავიაკომპანიის მიერ კვირაში დაახლოებით 70–მდე რეგულარული რეისი განხორციელდება, ხოლო ზაფხულში ფრენების რაოდენობა 200–ს მიაღწევს. შედარებისთვის, 2020 წლის აგვისტოში კვირაში 10-12 რეისი სრულდებოდა.

საქართველოში რეგულარული ავიამომისვლა მიმდინარე წლის 1 თებერვალს აღდგა.

საქართველომ რეგულარული ფრენები 2020 წლის მარტის შუა რიცხვებიდან ყველა მიმართულებით შეწყვიტა. საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით სრულდებოდა მხოლოდ სპეცრეისები ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. ზაფხულში რეგულარული რეისების აღდგენა დაიწყო. მაგრამ ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო საავიაციო მიმოსვლის განახლება რამდენჯერმე გადაიდო.