აჭარაში ნახევარი ტონა საკვებად უვარგისი ხორცი გამოავლინეს

სააგენტო აგრარული ბაზრებისა და ხორცის სარეალიზაციო ობიექტების კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით პერიოდულად ახორციელებს.
Sputnik

თბილისი, 17 მარტი – Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულმა სამმართველომ ბათუმის აგრარული ბაზრის მიმდებარედ გაურკვეველი წარმომავლობის ცხენისა და საქონლის 500 კილოგრამზე მეტი საკვებად უვარგისი ხორცი გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რას ვჭამთ: საბავშვო ბაღებში ვადაგასული ხორცის შეტანის მცდელობა აღკვეთეს

უწყების ცნობით, ხორცი დალუქულია და სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფის ზედამხედველობით განადგურდება.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, კანონმდებლობით დადგენილია, რომ პირუტყვი უნდა დაიკლას სასაკლაოზე და რეალიზაციისას ხორცს უნდა ახლდეს ვეტერინარული ზედამხედველობის დოკუმენტი.

ბათუმის აგრარულ ბაზარში საეჭვო წარმომავლობის ხორცი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წელსაც გამოავლინა. მაშინ ბაზრიდან 700 კგ-მდე ხორცის ამოღება და განადგურება მოხდა, ხოლო აგრარული ბაზრის ადმინისტრაცია 3 ათასი ლარით დაჯარიმდა.