ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშოზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე გახდება დასავლეთის მეშვიდე მაეგაშირა კაგაიაკი, რომელთანაც ქართველ სუმოისტს დადებითი ბალანსი აქვს - 5:1
Sputnik

თბილისი, 16 მარტი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ტოკიოში მიმდინარე ჰარუ ბაშოს საგაზაფხულო ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

მესამე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინმა, რომელიც აღმოსავლეთის მეშვიდე მაეგაშირას რანგში ასპარეზობს, დოჰიოდან აღმოსავლეთის მერვე მაეგაშირას - კოტონოვაკას განდევნა შეძლო.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე გახდება დასავლეთის მეშვიდე მაეგაშირა კაგაიაკი, რომელთანაც ქართველ სუმოისტს დადებითი ბალანსი აქვს - 5:1.

გაზაფხულის ჰარუ ბაშო 28 მარტამდე გაგრძელდება.