თბილისი, 16 მარტი – Sputnik. სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგმა Veon (ადრე - Vimpelcom Ltd.) საქართველოში „ბილაინის“ ახალ გენერალურ დირექტორად ლაშა ტაბიძე დანიშნა, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
მანამდე ტაბიძე Beeline Georgia-ს ბიზნესოპერაციების დირექტორისა და მთავარი კომერციული დირექტორის პოზიციებს იკავებდა.
„ბილაინის“ გენდირექტორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ანჯეი მალინოვსკი, რომელიც „ბილაინს“ ხელმძღვანელობდა, Beeline Uzbekistan-ის გენერალურ დირექტორად დაინიშნა.
Veon Ltd. აერთიანებს ოპერატორებს, რომლებიც თავის მომსახურებას ახორციელებენ რუსეთში, პაკისტანში, ალჟირში, ყაზახეთში, უზბეკეთში, ბანგლადეშში, ყირგიზეთში, სომხეთში, საქართველოში, ასევე უკრაინაში. კომპანიის უმსხვილესი აქციონერია მიხაილ ფრიდმანის LetterOne (47,9%).
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, საქართველოში Beeline Georgia მობილური კავშირის ადგილობრივი ბაზრის 26%-ს ფარავს.