თელავში 14 წლის გოგონა სქესობრივი დანაშაულის და ძალადობის მსხვერპლი გახდა

ახალგაზრდა მამაკაცს გოგონასთან სქესობრივი კონტაქტი ჰქონდა. ამის შემდეგ ის ძმის მხრიდან ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა
Sputnik

თბილისი, 16 მარტი - Sputnik. თელავში მოზარდი გოგონას მიმართ ჩადენილ დანაშაულებებზე ორი მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გორის რაიონში 13 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა - დაკავებულია 50 წლის მამაკაცი

ერთ ახალგაზრდა მამაკაცს არასრულწლოვანთან სქესობრივი დანაშაული ედება ბრალად, მეორეს -  ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობა.

გამოძიების მონაცემებით, 26 წლის მამაკაცმა 14 წლის გოგონასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა არასრულწლოვნის ოჯახის წევრებისთვის, რის შემდეგაც გოგონაზე ძმამ რამდენჯერმე ფიზიკურად იძალადა.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ არაერთგზის ჩადენილი ძალადობა) და 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში).

ძმას სამ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება, 26 წლის მამაკაცს - 7-დან 9 წლამდე ვადით.