თბილისი, 15 მარტი – Sputnik. ქალაქ ონთან 3,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 19:25 საათზე ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 1 კილომეტრში, სოფელ ონჭევთან 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.
ამავე ტერიტორიაზე 13 მარტს ორი მიწისძვრა მოხდა - 4,2 და 3,8 მაგნიტუდის.
საქართველო - საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი მიწისძვრა - 7-ბალიანი მაგნიტუდის - 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.