განათლების სამინისტრო სტუდენტებს და უმაღლეს სასწავლებლებს მიმართავს

15 მარტიდან სტუდენტები ხანგრძლივი პაუზის შემდეგ აუდიტორიებს დაუბრუნდნენ. ამასთან თითოეულ უმაღლეს სასწავლებელს აქვს უფლება გადაწყვიტოს - განაახლოს თუ არა მეცადინეობა აუდიტორიაში.
Sputnik

თბილისი, 15 მარტი  – Sputnik. საქართველოს უმაღლესმა სასწავლებლებმა სწავლის დასწრებულ ფორმაზე გადასვლასთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან რეკომენდაციები მიიღეს.

„თითოეული სტუდენტი, ლექტორი, ადმინისტრაციის წარმომადგენელი ვალდებულია, ატაროს პირბადე, დაიცვას ყველა ის ჰიგიენის წესი, დისტანცია, რომელიც განსაზღვრულია ჯანდაცვის სისტემის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების შესაბამისად“, – განაცხადა მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა.

15 მარტიდან სტუდენტები ხანგრძლივი პაუზის შემდეგ აუდიტორიებში დაბრუნდნენ. ამასთან თითოეული უმაღლესი სასწავლებელი უფლებამოსილია გადაწყვიტოს - განაახლოს მეცადინეობა აუდიტორიაში თუ არა.

განათლების სამინისტრო სტუდენტებს და უმაღლეს სასწავლებლებს მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 24 თებერვალს ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებული შეზღუდვების ეტაპობრივად  შემსუბუქების გეგმა წარმოადგინა. უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფსასწავლებლებში ნებადართული გახდა კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობა და გამოცდების ჩაბარება.

რაც შეეხება სკოლებს, 15 თებერვლიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა. ამასთან, მშობლებს დისტანციური სწავლების არჩევანის უფლებაც აქვთ.