ევროკავშირის ქვეყნებს „სპუტნიკ V“-სთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყება სურთ

რუსული პრეპარატი ევროკავშირის ქვეყნებიდან უნგრეთმა და სლოვაკეთმა უკვე შეიძინეს, ჩეხეთმა დაინტერესება გამოთქვა.
Sputnik

თბილისი, 15 მარტი – Sputnik. ევროკავშირის ცალკეული ქვეყნები კორონავირუსის რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს მწარმოებლებთან მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობას განიხილავენ, იუწყება РИА Новости სააგენტო „როიტერზე“ დაყრდნობით.

გერმანიის მარეგულირებლის ხელმძღვანელმა რუსული კოვიდ-ვაქცინა შეაქო>>

როგორც ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომელიც ვაქცინის მწარმოებლებთან მართავს მოლაპარაკებებს, საუბარია რუსული ვაქცინის მწარმოებლებთან მოლაპარაკებების დაწყებაზე ოთხი ქვეყნიდან მოთხოვნის შესახებ, განუცხადა სააგენტო „როიტერს“ დიპლომატიურმა წყარომ.

აშშ-ის მთავარმა ინფექციონისტმა რუსული ვაქცინა შეაქო

რუსული პრეპარატი ევროკავშირის ქვეყნებიდან სლოვაკეთმა და უნგრეთმა უკვე იყიდეს, ჩეხეთმა განაცხადა, რომ დაინტერესებულია. იტალია სწავლობს „სპუტნიკ V“-ს წარმოების დაწყების შესაძლებლობას თავის დიდ ბიორეაქტორ ReiThera-ზე.

ევროპის სამედიცინო სააგენტომ რუსული ვაქცინის შემოწმება 4 მარტს დაიწყო. წყარომ, რომელიც პროცესს იცნობს, განაცხადა, რომ ვაქცინის მოწონებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება შეიძლება მაისში მიიღონ.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ „სპუტნიკ V“ 2020 წლის აგვისტოში დაარეგისტრირა. ეს პრეპარატი მსოფლიოში პირველი აღმოჩნდა კორონავირუსის ოფიციალურად დარეგისტრირებულ ვაქცინებს შორის. „სპუტნიკ V” ადამიანის ადენოვირუსული ვექტორების პლატფორმაზეა შექმნილი.

რუსული ვაქცინა „სპუტნიკV“ გაცემული ნებართვების რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს

სამეცნიერო ჟურნალმა The Lancet-მა გამოქვეყნდა ნაშრომი, რომელიც „სპუტნიკ V“-ს კლინიკური კვლევების მესამე ფაზის შედეგებს ასახავს. ნაშრომის თანახმად, „სპუტნიკ V“-ს ეფექტურობა 91,6%-ს შეადგენს და ის იმუნოგენურობისა და უსაფრთხოების მაღალ დონეს ავლენს. ვაქცინა ახალი კორონავირუსული ინფექციით დაავადების მძიმე შემთხვევებისგან სრულ დაცვას უზრუნველყოფს.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ასევე ჩაატარა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ვაქცინა ადამიანს იცავს „ბრიტანული“ შტამისგანაც.

პრეპარატი ეროვნული რეგულატორების მიერ მოწონებულ ვაქცინებს შორის მეორე ადგილს იკავებს.

აზერბაიჯანმა კორონავირუსის რუსული ვაქცინა მოიწონა>>

ამჟამად „სპუტნიკ V“ მსოფლიოს ათობით ქვეყანაშია მოწონებული, მათ შორის სომხეთში, ბელარუსში, არგენტინაში, უნგრეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მოლდოვაში, სლოვაკეთში და ა.შ.