ტერაქტის მომზადების ბრალდებით საფრანგეთში მოზარდები დააკავეს

ეჭვმიტანილების დაკავების ოპერაცია საფრანგეთის შინაგანი უშიშროების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს
Sputnik

თბილისი, 14 მარტი - Sputnik. საფრანგეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს ორი მოზარდი, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე ტერაქტებს გეგმავდნენ, იუწყება Sputnik-სომხეთი.

შვედეთში შეიარაღებულმა მამაკაცმა რვა ადამიანი დაჭრა

როგორც გამოცემა Le Parisien საფრანგეთის სამართალდამცველ ორგანოებში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, დაკავებულები 17 და 18 მოზარდები არიან. ერთ-ერთი Telegram-არხის მომხმარებელია, სადაც რადიკალური იდეები ისმოდა. მეორე დაკავებული ჯიჰადისტებს სოციალურ ქსელებში უკავშირდებოდა.

დაკავების ოპერაცია საფრანგეთის შინაგანი უშიშროების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს.

ორივე მოზარდს ბრალი წაუყენეს ტერორიზმის მიზნით კრიმინალური საზოგადოების ორგანიზებაში.