გინდათ პროდუქტმა დიდხანს გაძლოს და არც სასარგებლო თვისებები დაკარგოს? მაშინ წაიკითხეთ ეს მარტივი, სასარგებლო და აუცილებელი რჩევები. მაგალითად, მაცივარში არ უნდა შევინახოთ:
• პამიდორი — მაცივარში მისი მემბრანები ირღვევა, რაც პამიდორს კიდეც არბილებს და გემოსაც უკარგავს.
სჯობს: კალათში ან შუშის თასში მოათავსოთ და სამზარეულოში დადოთ.
• კარტოფილი — მის შემადგენლობაში შემავალი სახამებელი მაცივარში სწრაფად გარდაიქმნება შაქრად და კარტოფილი უგემური და ტკბილი ხდება.
სჯობს: ქაღალდის (და არა პოლიეთილენის) პარკში ჩააწყოთ და ბნელ და გრილ ადგილზე დადოთ.
• ნიორი — მაცივარში შრება, მყიფე ხდება და ფოჩებს იკეთებს.
სჯობს: შევინახოთ ქაღალდის პარკით გრილ ადგილზე.
• ხახვი — მაცივარში რბილდება.
სჯობს: შეინახოთ გრილ ადგილზე, ოღონდ არავითარ შემთხვევაში კარტოფილთან ერთად, თორემ ისინი ერთმანეთს გაფუჭებაში „დაეხმარებიან“.
• ზეითუნის ზეთი — მაცივარში სქელდება, „მჭიდროვდება“ და ბევრ სასარგებლო თვისებას კარგავს.
სჯობს: შეინახოთ ოთახის ტემპერატურაზე, ბნელ ადგილზე.
• პური — მაცივარში ძალიან სწრაფად შრება.
სჯობს: იმავე დღეს შესაჭმელი პური პირდაპირ საპურეში დადოთ, ხოლო თუ ხანგრძლივად შენახვას აპირებთ, კარგად შეფუთოთ და საყინულეში მოათავსოთ.
• ყავა — მაცივარში, გარდა იმისა, რომ გემოსა და არომატს კარგავს, ყველა სხვა პროდუქტის სუნს იწოვს.
სჯობს: მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში მოათავსოთ და მშრალ, ბნელ, გრილ ადგილზე შეინახოთ. თუ ძალიან ბევრი გაქვთ შეძენილი, შეგიძლიათ შეინახოთ საყინულეში.
• თაფლი — მაცივარში შაქრდება და კრისტალდება.
სჯობს: მჭიდროდ დაახუროთ ხუფი და ოთახის ტემპერატურაზე შეინახოთ.
• ლიმონი — მაცივარში ძალიან მალე ფუჭდება, ლპება და ობი ეკიდება, ისევე, როგორც სხვა ყველანაირ ციტრუსს.
სჯობს: შეინახოთ სამზარეულოში ოთახის ტემპერატურაზე კალათით ან ქაღალდის პაკეტით. მთავარია, ლიმონი და ფორთოხალი ერთმანეთს არ შეურიოთ — ცალ–ცალკე უფრო დიდხანს გაძლებს.
• მწვანილი — მაცივარში სიმწვანესა და „სიცოცხლეს“ კარგავს.
სჯობს: წყლიან ვაზებში ან სხვა ჭურჭელში ყვავილებივით ჩააწყოთ. ეს დიდხანს და „ცოცხლად“ შეგინარჩუნებთ მწვანილსაც და სამზარეულოსაც გაგილამაზებთ.