თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მეთექვსმეტე სართულიდან გადავარდა

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე, ადგილზევე გარდაიცვალა.
Sputnik

თბილისი, 13 მარტი – Sputnik. თბილისში მაღალსართულიანი კორპუსის მე-16 სართულიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზევე გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

შემთხვევა დღეს, თამარაშვილის ქუჩაზე მოხდა.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.