საქართველოს ხელისუფლებას ოპოზიციასთან წარმატებული მოლაპარაკების იმედი აქვს

მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებისთვის
Sputnik

თბილისი, 12 მარტი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შარლ მიშელის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისში შეხვედრებს იწყებს>>

დანიელსონი თბილისს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მედიატორის როლში ეწვია.

„ქართული ოცნება“, როგორც კონსტრუქციული პოლიტიკური ძალა და მმართველი პარტია, რომელსაც გაცნობიერებული აქვს თავისი განსაკუთრებული პასუხისმგებლობა საზოგადოების, ასევე საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ დიალოგი დასრულდეს წარმატებით“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, დიალოგის დეტალების შესახებ საუბარზე მან უარი განაცხადა.

„პარტიების მთავარი ამოცანაა...“ – დანიელსონმა საქართველოში პირველი განცხადებები გააკეთა

„დიალოგის დეტალებთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან ვერ გაკეთდება ვერც ერთი განცხადება. მომდევნო დღეების განმავლობაში გაგრძელდება დიალოგი და მას შემდეგ, რაც დასრულდება ეს პროცესი, შეგვეძლება, გავაკეთოთ კომენტარები“, – განაცხადა კობახიძემ.

ამავე დროს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც ასევე მონაწილეობდა შეხვედრაში, აღნიშნა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასრულების იმედი არის.

„დროა, რომ პარლამენტში დაბრუნდეს პოლიტიკა და ერთად გადავწყვიტოთ ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემები. როგორც მმართველი გუნდი, ჩვენ ვართ ძალიან მოტივირებულები, რომ დროულად მოვაგვაროთ ეს პრობლემა და გადავერთოთ მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

ხელისუფლებამ შარლ მიშელის წარმომადგენელს მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა დაუდასტურა

დასავლელი შუამდგომლები უკვე რამდენიმე თვეა ცდილობენ, გავლენა მოახდინონ ვითარებაზე საქართველოში, მაგრამ ჯერჯერობით ამას შედეგი არა აქვს. საპარლამენტო არჩევნებიდან ოთხი თვის შემდეგ ოპოზიცია კვლავ უარს აცხადებს მისი შედეგების აღიარებაზე და ახალ კენჭისყრას მოითხოვს. ხელისუფლება ამ საკითხს : „წითელ ხაზს“ უწოდებს, მიიჩნევს, რომ ბრალდებები არჩევნების გაყალბების თაობაზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და მოლაპარაკებებში ოპოზიციას ყურადღების სხვა საკითხებზე კონცენტრირებას სთავაზობს.

უფრო ადრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა, პირადად შეადგინა სია განსახილველად, რომელიც ექვსი პუნქტისგან შედგება: ამბიციური საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა, „პოლიტპატიმრებისა“ და პოლიტიკური მართლმსაჯულების საკითხი, ძალების გადანაწილება პარლამენტში და პოტენციური ვადამდელი არჩევნები/მზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის და დიალოგის სავალდებულო გაგრძელება 15 მარტამდე.