საქართველოს პრემიერმა ნიკოლოზ ბასილაშვილს ისტორიული გამარჯვება მიულოცა

ბასილაშვილი და ფედერერი ერთმანეთს ბოლოს ხუთი წლის წინ Australian Open-ზე დაუპირისპირდნენ. მაშინ შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა სამ სეტში გაიმარჯვა.
Sputnik

თბილისი, 12 მარტი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს როჯერ ფედერერთან გამარჯვება მიულოცა.

 „ვულოცავ ნიკოლოზ ბასილაშვილს ლეგენდარულ ჩოგბურთელთან როჯერ ფედერერთან ისტორიულ გამარჯვებას!“, - ნათქვამია მთავრობის მეთაურის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გავრცელებულ მილოცვაში. 

ბასილაშვილმა ჩოგბურთის ლეგენდა დაამარცხა - ქართველმა ფედერერს სამ სეტში მოუგო

ბასილაშვილს გამარჯვება ასევე მიულოცეს თბილისის მერმა კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და სხვა ოფიციალურმა პირებმა.

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი (АТР-ს რეიტინგში 42-ე ნომერი) დოჰას ტურნირზე სენსაციის ავტორი გახდა – მან მეოთხედფინალში შვეიცარიელი როჯერ ფედერერი (6)  დაამარცხა სამ სეტში – 3:6, 6:1, 7:5.

ბასილაშვილი და ფედერერი ბოლოს ერთმანეთს ხუთი წლის წინ Australian Open-ის პირველ წრეში დაუპირისპირდნენ. ფედერერმა ქართველი ჩოგბურთელი სამ სეტში დაამარცხა – 6:2, 6:1, 6:2. ამჯერად ბასილაშვილმა რევანშის აღება შეძლო.

ბასილაშვილს ტურნირის ნახევარფინალში გასვლამ 90 რეიტინგული ქულა და 37 ათას დოლარამდე საპრიზო თანხა მოუტანა.

Qatar ExxonMobil Open–ის ფინალში გასვლისთვის ბასილაშვილი ამერიკელ ტეილორ ფრიცს (33) დაუპირისპირდება.