გომისმთაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში მამაკაცის გაყინვის შესახებ ინფორმაცია დღეს დილით შევიდა – მობილიზებულია სამაშველო ჯგუფი
Sputnik

თბილისი, 12 მარტი – Sputnik. გურიის რეგიონში, კურორტ გომისმთაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა,  იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

წინასწარი ინფორმაციით, კურორტზე კიდევ რამდენიმე ადამიანი იმყოფება, რომლებიც შველას ითხოვენ.

ტელეკომპანის ცნობით, გომისმთაზე ახალგაზრდები სანადიროდ იმყოფებოდნენ და სწორედ ისინი დაუკავშირდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს და ერთი ადამიანის გაყინვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. 

გაეროს განვითარების პროგრამა კურორტ გომისმთის განაშენიანების გეგმას დააფინანსებს

„შემოსულია შეტყობინება, რომ გომის მთაზე ადამიანია გაყინული. მობილიზებულია 10-კაციანი სამაშველო ჯგუფი“, - აცხადებენ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამსახურში.

გომისმთა გურიის რეგიონში, მდინარე ბჟუჟის ხეობაში, ზღვის დონიდან 2100-2755 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ეს არის კურორტი მინერალური წყლებით, ფიჭვის ტყეებითა და სხვა ბუნებრივი რესურსებით. ზღვის და მთის ჰაერის შერწყმა ასევე განაპირობებს ბუნებრივ პირობებს განსაკუთრებული სამკურნალო და პროფილაქტიკური თვისებებით.

გომისმთა ცნობილია როგორც ღრუბლებისა და ნისლების ადგილი და ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს შორის პოპულარულია. გომისმთაზე დასვენების მსურველთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.