ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალშია

ფინალში ქართველი ჩოგბურთელი ესპანეთის წარმომადგენელს, მე–13 ჩოგანს რობერტო ბაუტისტა აგუტის შეხვდება.
Sputnik

თბილისი, 12 მარტი – Sputnik. საქართველოს უძლიერესი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (42–ე ნომერი АТР–ს რეიტინგში) დოჰას (კატარი) ტურნირის (სერიიდან АТР-250) ფინალში გავიდა.

ბასილაშვილმა ჩოგბურთის ლეგენდა დაამარცხა - ქართველმა ფედერერს სამ სეტში მოუგო>>

ნახევარფინალში ბასილაშვილმა ორ სეტში დაამარცხა ამერიკელი ტეილორ ფრიცი (7:6, 6:1). მატჩი 1 საათსა და 16 წუთს გაგრძელდა.

საქართველოს პრემიერმა ნიკოლოზ ბასილაშვილს ისტორიული გამარჯვება მიულოცა

ბასილაშვილისთვის ეს 2019 წლის შემდეგ პირველი ფინალია. მაშინ ქართველმა სპორტსმენმა ჰამბურგში გაიმარჯვა.

ფინალში ბასილაშვილის მეტოქე იქნება ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი, რომელმაც ორ სეტში მოუგო რუს ანდრეი რუბლიოვს (6:3).

ბასილაშვილი და ბაუტისტა აგუტი ერთმანეთს ოთხჯერ შეხვდნენ. ჯერჯერობით ესპანელი იგებს – 3:1.

Qatar ExxonMobil Open–ის ფინალში გასვლით ბასილაშვილმა გამოიმუშავა 150 სარეიტინფო ქულა და საპრიზო 51 ათასი დოლარი. დამაჯერებლად შეიძლება ითქვას, რომ АТР–ს რეიტინგში, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდება, ბასილაშვილი მსოფლიოს უძლიერესი ჩოგბურთელების ტოპ–40–ს დაუბრუნდება.