თბილისი, 11 მარტი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უახლოეს მომავალში სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა, განაცხადა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეწარმეთა ეროვნული კონფედერაციის პრეზიდენტთან მამედ მუსაევთან შეხვედრისას.
საქართველოს ელჩმა აქვე აზერბაიჯანულ–ქართული ეკონომიკური კომისიის სხდომის ფარგლებში ბიზნეს-ფორუმის გამართვის იდეა წამოაყენა.
საპასუხოდ მუსაევმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანი–თურქეთი–საქართველოს სამმხრივი ფორმატით საქმიანი კონტაქტების გაგრძელების მნიშვნელობას და ერთობლივი ბიზნეს-ფორუმის გამართვა სამი ქვეყნების ბიზნესმენთა მონაწილეობით შესთავაზა.
ელჩმა თანხმობით უპასუხა და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებთან დაკავშირებით წინადადებები წამოაყენა.
აზერბაიჯანი–თურქეთი–საქართველოს სამმხრივი ბიზნეს-ფორუმის მოსამზადებელი საკითხების გადაჭრის კუთხით ფართო აზრთა გაცვლა-გამოცვლა შედგა.
ღარიბაშვილისთვის პრემიერ-მინისტრის რანგში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეს პირველი ვიზიტი იქნება ბაქოში. ის პრემიერ-მინისტრი ხელმეორედ 22 თებერვალს გახდა.