რვა ქართველი ფალავანი ბუდაპეშტში ოლიმპიადის ლიცენზიებისთვის იბრძოლებს

ორმა ქართველმა ფალავანმა უკვე მოიპოვა ოლიმპიური ლიცენზიები 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შედეგებით და საუკეთესოთა ექვსეულში მოხვედრა შეძლო.
Sputnik

თბილისი, 11 მარტი – Sputnik. საქართველოს ნაკრების რვა მოჭიდავე მონაწილეობას მიიღებს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში, რომელიც ბუდაპეშტში 18-21 მარტს გაიმართება, ნათქვამია ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის განცხადებაში.

გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში შევიდა თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ოთხ-ოთხი წარმომადგენელი. ტოკიოს ოლიმპიადაზე საგზურებს ტურნირის ფინალისტები მიიღებენ.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა:

  • ბექა ბუჯიაშვილი (-57 კგ)
  • ლადო ხინჩეგაშვილი (-65 კგ)
  • ავთანდილ კენჭაძე (-74 კგ)
  • სანდრო ამინაშვილი (-86 კგ)

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა:

  • ირაკლი ძიმისტარიშვილი (-60 კგ)
  • რამაზ ზოიძე (-67 კგ)
  • გელა ბოლქვაძე (-77 კგ)
  • ლაშა გობაძე (-87 კგ)

აღსანიშნავია, რომ ორმა ქართველმა ფალავანმა უკვე მოიპოვა ოლიმპიური ლიცენზიები 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შედეგებით და საუკეთესოთა ექვსეულში მოხვედრა შეძლო. ეს არის გენო პეტრიაშვილი (-125 კგ, თავისუფალი ჭიდაობა), რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია, და იაკობ ქაჯაია (-130 კგ, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), რომელმაც ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

XXXII ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ტოკიოში მიმდინარე წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე ჩატარდება.