თბილისი, 11 მარტი – Sputnik. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში PCR–ტესტირების მორიგი ეტაპის ფარგლებში ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, იუწყება სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრეს-სამსახური.
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია, თუმცა, საპატიმროებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები კვლავ გაგრძელდება – ბრალდებულ/მსჯავრდებულთა ვირუსისგან დაცვის მიზნით მათ PCR–ტესტი თვეში ერთხელ ჩაუტარდებათ.
პენიტენციურ დაწესებულებებში PCR–ტესტირება გასული წლის 31 დეკემბრიდან დაიწყო. ამ ეტაპზე თითქმით 23 ათასი ტესტია ჩატარებული. საქართველოს ციხეებში პირველ ეტაპზე მთლიანობაში ინფიცირების 194 შემთხვევა გამოვლინდა.