სომხეთის პარლამენტში ოპოზიციონერები შეიჭრნენ – სომხური პროტესტის „ცხელ-ცხელი“ ფოტოები

Sputnik

ოპოზიციურმა პარტიამ „მოძრაობა სამშობლოს გადასარჩენად“ ერევანში პარლამენტის შენობის პიკეტირება მოახდინა. ოპოზიციის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ.

აქტივისტებმა პარლამენტის შენობასთან მთელი ღამე გაათენეს, დილისთვის კი ბლოკ „ჩემი ნაბიჯის“ დეპუტატებისთვის შენობაში შესვლაში ხელის შეშლა დაგეგმეს.

დემონსტრანტებმა ნაგვის კონტეინერებით ბარიკადები მოაწყვეს და კარვები გაშალეს პარლამენტის შესასვლელთან. ოპოზიციონერებსა და სამართალდამცველებს შორის პერიოდულად ხდებოდა დაპირისპირებები, თუმცა სერიოზული შეტაკება არ მომხდარა. ადგილზე გადაიგზავნა პოლიციის დამატებითი ძალები.

სომხეთში შიდაპოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ გაღვივდა, რაც საჰაერო ძალების გენშტაბმა 25 თებერვალს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა. პრემიერმა გადატრიალების მცდელობის შესახებ განაცხადა და ხელი მოაწერა გენშტაბის ხელმძღვანელის პოზიციიდან ონიკ გასპარიანის გათავისუფლებას. თუმცა პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა არ მოაწერა დოკუმენტს ხელი და პრემიერის აპარატს პრეტენზიებით მიმართა.

1 / 14
ოპოზიციამ პოლიტიკური პარტიის „მოძრაობა სამშობლოს გადასარჩენად“ ლიდერ ვაზგენ მანუკიანის მოწოდების შემდეგ სომხეთის პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება დაიწყო
2 / 14
დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის და მისი მთავრობის გადადგომაა
3 / 14
პარლამენტის შესასვლელთან სანაგვე ყუთებით ბარიკადები აღიმართა და გაიშალა კარვები
4 / 14
ოპოზიციონერები ბლოკ „ჩემი ნაბიჯის“ დეპუტატებისთვის შენობაში შესვლაში ხელის შეშლას გეგმავდნენ
5 / 14
ადგილზე გადაიგზავნა პოლიციის დამატებითი ძალები
6 / 14
ოპოზიციონერებსა და სამართალდამცავებს შორის პერიოდულად ხდებოდა დაპირისპირება, თუმცა სერიოზულ შეტაკებას ადგილი არ ჰქონია
7 / 14
ოპოზიციის მხარდამჭერებს დემირჩიანის ქუჩა და ბაგრამიანის გამზირი მთელი ღამის განმავლობაში გადაკეტილი ქონდათ
8 / 14
მიტინგის მონაწილეები ბაგრამიანის გამზირზე ერევანში
9 / 14
ასევე ოპოზიცია მოითხოვდა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს
10 / 14
პოლიციის თანამშრომლები და დემონსტრანტები ბაგრამიანის გამზირზე ერევანში
11 / 14
ნიკოლ ფაშინიანის მიერ რუსულ „ისკანდერებზე“ გაკეთებულ განცხადებას მორიგი საპროტესტო აქციები მოჰყვა. მან განაცხადა, რომ ტექნიკა გაუმართავი იყო საბრძოლო ქმედებების დროს მთიან ყარაბაღში. მოგვიანებით პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ მას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს
12 / 14
მედიის მონაცემებით, გენშტაბის ხელმძღვანელის მოადგილე ტირან ხაჩატრიანმა პრემიერს დასცინა იმის გამო, რომ ფაშინიანმა ის თანამდებობიდან გადააყენა
13 / 14
შემდეგ გადადგომა შესთავაზეს გენშტაბის უფროს ონიკ გასპარიანსაც, თუმცა პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა უარი თქვა ბრძანებაზე ხელის მოწერაზე
14 / 14
ამასთან მან არ გადაგზავნა ბრძანების პროექტი საკონსტიტუციო სასამართლოში, რაც სამხედრო სარდლის ავტომატურ გადადგომას მოიაზრებს. სამ მარტს გენშტაბში განაცხადეს, რომ გასპარიანი თანამდებობაზე მინიმუმ 8 დღის განმავლობაში დარჩება