რამდენიმე წუთის წინ საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-სთან, სადაც საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტს ირჩევენ, სიტუაცია დაიძაბა.
რაგბის ვეტერანის ირაკლი აბუსერიძის მომხრეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა და მე-11 პავილიონში შეღწევა სცადეს, სადაც დელეგატების რეგისტრაცია მიმდინარეობს.
დარბაზში იმყოფება აბუსერიძის მთავარი კონკურენტი იოსებ ტყემალაძეც. კანდიდატების მხარდამჭერებს შორის ხელჩართული ბრძოლაც მოხდა. გარკვეული დროის შემდეგ პოლიციამ დაპირისპირება აღკვეთა.