ტრაგედია გურჯაანში: ცოლ-ქმრის დაპირისპირებას 8 თვის ბავშვი ემსხვერპლა

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
Sputnik

თბილისი, 9 მარტი – Sputnik. გურ­ჯა­ან­ის მუნიციპალიტეტში ცოლ-ქმარს შო­რის ფი­ზი­კუ­რ დაპირისპირებას 8 თვის ჩვი­ლი ემსხვერ­პლა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შემთხვევა გურჯაანში, ვაჩნაძის ქუჩაზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალს ჩვი­ლი ხელ­ში ეკა­ვა, რა დრო­საც მეუღლემ ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. დაპირისპირების დროს ბავშვი, სავარაუდოდ, ასფიქსიით გარდაიცვალა.

მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზა.

სამართალდამცველებმა მამაკაცი უკვე დააკავეს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით („ოჯახში ძალადობა“) მიმდინარეობს.