თბილისი, 9 მარტი – Sputnik. გავრცელებული ინფორმაცია, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ქართული ისტორიული სამარხის და მასში 12 ტონა ოქროს აღმოჩენის შესახებ, არ დადასტურდა, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
უწყების მონაცემებით, ინფორმაცია რამდენიმე წყაროსთან გადამოწმდა.
„გადამოწმდა რამდენიმე წყარო, მათ შორის ისტორიული დიასპორის წარმომადგენლები – ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე კომუნიკაცია იყო აზერბაიჯანული მხარესთან, არც ერთმა წყარომ არც ინფორმაცია და არც აღნიშნული ცნობის შესახებ რაიმე სახის მტკიცებულებების არსებობა არ დაადასტურა“, – განაცხადეს საგარეო უწყებაში.
ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ორ აზერბაიჯანულ სოფელში არქეოლოგიური გათხრებისას ქართულ სამარხში დიდი ოდენობით ოქრო იპოვეს, რის შემდეგ დასახლებული პუნქტები ჩაიკეტა.