თბილისის საკრებულოსთან კომენდანტის საათის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

მომიტინგეთა თქმით, მათ აქვთ „უსამართლობის შეგრძნება“, როდესაც ფანჯრებიდან გამვლელ მანქანებს უყურებენ, თავად კი სახლში ყოფნა უწევთ
Sputnik

თბილისი, 6 მარტი - Sputnik. თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე რამდენიმე ათეული ადამიანი ღამის საათებში გადაადგილებაზე აკრძალვას აპროტესტებს.

თბილისის საკრებულოსთან კომენდანტის საათის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

აქცია ორგანიზებულია სოციალურ ქსელებში, მასში რიგითი თბილისელები მონაწილეობენ.

„კომენდანტის საათის“ გაუქმება ჯერ არ ღირს – ნათია თურნავა

აქციის მონაწილეთა უმრავლესობამ აქციაზე მიიტანა პლაკატები წარწერებით „კომენდანტის საათი=ავტორიტარიზმი“, „თავისუფლება საშვით არ გაიცემა“, „გააუქმეთ კომენდანტის საათი“, „თავისუფლება შერჩევითი არ არის“.

„ჩვენ გვიჩნდება უსამართლობის შეგრძნება, როდესაც ფანჯრებიდან ვხედავთ გამვლელ მანქანებს, ჩვენ კი სახლებში ყოფნა გვიწევს“, - განაცხადა ერთ-ერთმა მონაწილემ.

ამ წუთებში აქციის მონაწილეები დგანან წმინდა გიორგის მონუმენტის ირგვლივ და მათ უჭირავთ ბანერი წარწერით „თავისუფალი მიმოსვლის უფლება შეუზღუდავია“.

თბილისის საკრებულოსთან კომენდანტის საათის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა - ერთ-ერთია იმ შეზღუდვებიდან, რომელიც პირბადეების ტარებასთან და მასობრივი ღონისძიებების ჩატარების აკრძალვასთან ერთად საქართველოში გაურკვეველი ვადით იმოქმედებს. ეპიდემიოლოგები ამ შეზღუდვას მოქალაქეთა მობილობის შემცირების სურვილით ხსნიან.