ისტორიაში პირველად: რომის პაპი ერაყში ჩავიდა - ვიდეო

რატომ აირჩია რომის პაპმა ერაყში პირველი ვიზიტისთვის მაინცდამაინც ეს მომენტი, მედიასაშუალებებსითვის უცნობი რჩება
Sputnik

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. რომის პაპი ფრანცისკი ერაყში ჩავიდა, ეს მისი პირველი ვიზიტია ამ ქვეყანაში, რომელიც ოთხ დღეს გასტანს, იუწყება  Vatican News–ი.

გავრცელებული ცნობით, პონტიფიკოსს აეროპორტში ერაყის პრემიერ–მინისტრი მუსტაფა ალ–კაზიმი დახვდა.

​​​რომის პაპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, 10 ათასამდე სამართალდამცველია მობილიზებული და ამასთან დაწესდა სადღეღამისო კომენდანტის საათი.

ვატიკანის პრესსამსახურის ცნობით, რომის პაპი კვირას ქალაქ მოსულში ჩავა და ერაყის შიიტთა სულიერ ლიდერს, აიათოლა ალი სისტანის შეხვდება. ისინი ერთად აღავლენენ ლოცვას „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად.

მსოფლიო წარღვნა: რის შესახებ აფრთხილებს კაცობრიობას რომის პაპი

იმავე დღეს პონტიფიკოსი მესას ჩაატარებს ერბილეს სტადიონზე.

BBC–ის ცნობით, თავისი ვიზიტით რომის პაპს სურს, მხარი დაუჭიროს ქრისტიანებს, რომლებიც კვლავ იდევნებიან ერაყში. გარდა ამისა, პონტიფიკოსი აპირებს მშვიდობისკენ მოუწოდოს რელიგიურ და პოლიტიკურ ლიდერებს.

ადგილობრივი მღვდელმსახურების ვარაუდით, რომის პაპის ვიზიტი იმედით აღავსებს ქრისტიანებს და დაანახებს, რომ ისინი არ დავიწყებიათ.

ამასთან კათოლიკური დახმარების სამსახურის წარმომადგენელი დევიდ ბერნოკო მიიჩნევს, რომ „ისლამური სახელმწიფო“ აღარ განიხილება გლობალურ მტრად და ამიტომ რომის პაპის ვიზიტი არის არა მარტო კათოლიკური ეკლესიის პატივისცემის ნიშანი ერაყისადმი, არამედ ამ ქვეყნისკენ მსოფლიოს ყურადღების მიპყრობის მცდელობაც.