აშშ-ში იმპორტირებული ქართული ღვინის ღირებულება იზრდება

ამერიკაში ღვინის იმპორტის საერთო მაჩვენებელი ბოლო წლების მონაცემებით საგრძნობლად შემცირდა, საქართველო კი წინსვლასა და იმპორტის ზრდას აგრძელებს.
Sputnik

თბილისი, 5 მარტი - Sputnik. ამერიკის შეერთებულ შტატებში იმპორტირებული ქართული ღვინის ღირებულება 21.4%-ით გაიზარდა და 3.93 მლნ დოლარს მიაღწია. იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.

„საქართველო მეღვინეობის აკვანი" – სეულში გამოფენა გაიმართება

ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის ბოლო მონაცემებით აშშ-ში ღვინის იმპორტის საერთო მაჩვენებელი 2020 წელს,  2019 წელთან შედარებით, საგრძნობლად (9.4%) შემცირდა, იმპორტის შემცირების პირობებში კი საქართველო წინსვლასა და იმპორტის ზრდას განაგრძობს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2020 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო 912 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 34%-ით აღემატება.

„COVID-19-ის მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციას აშშ-ში დისტანციურ ფორმატებსა და სხვადასხვა ონლაინპლატფორმის გამოყენებით აგრძელებს“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე პროფესიონალები იზრუნებენ

სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წელს არაერთი ონლაინ–დეგუსტაცია გაიმართა, რომლის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ მათთვის წინასწარ გაგზავნილი ღვინოები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს. ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ის ბაზარზე ბოლო ექვსი წელია სტაბილურად მზარდია.

ყურძნის ხარისხზე კონტროლი გამკაცრდება>>

აშშ-ის ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტია. ქართული ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის ამერიკის შეერთებული შტატები მე-8 ადგილს იკავებს.