თბილისი, 4 მარტი — Sputnik. თბილისის სამ რაიონში მცხოვრებს მოსახლეობას 5 მარტს, დღის 12:00 საათიდან 6 მარტის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება, იუწყება წყალგამანაწილებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP).
კერძოდ, საუბარია ნაძალადევის, გლდანის და ჩუღურეთის რაიონებზე.
5 მარტს ნაძალადევის რაიონში ქუთათელაძის ქუჩა N15-თან, წყალმომარაგების მაგისტრალურ მილზე დაზიანების აღსადგენად გადაუდებელი ტექნიკურ სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში წყალსადენის მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი. ამჟამად ადგილზე დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, აცხადებენ კომპანიაში.
წყალმომარაგება შეეზღუდება:
ნაძალადევის რაიონში:
თემქის I მ/რ-ს ნაწილს, III მ/რ-ს 1-ელ კვარტალს, XI მ/რ-ს 1-4 კვარტლებს, ზღვის უბნის IV მ/რ-ს, IV, IX, X, Xა კვარტლებს, გურამიშვილის გამზირს, დადიანის ქუჩის ნაწილს, სარაჯიშვილის, ჩარგლის, ბეჟანიშვილის, ბენდელიანის, ღრმაღელის, ლოტკინის მთის, რკინიგზის, ხუდადოვის, ჯავის, დიდი ჯიხაიშის და მიმდებარე ქუჩებს. სანზონის დასახლებას.
გლდანის რაიონში:
გლდანის „ა“ I- IV მიკრორაიონებს, შეშელიძის ქუჩას, გმირ კურსანტთა ქ. N20-ს, ვეკუას ქ. N10-ს, ხიზაბავრის ქ. N5-ს.
ჩუღურეთის რაიონში:
მეუნარგიას, ზაზიშვილის, წრომის და ქებურიას ქუჩებს.
ქუჩების სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.